22:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 21:10:03, 1391 ნახვა

კომენტარი
რატი ბრეგაძე - ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც უნდა თქვას ეს, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება

საქართველოში არაადამიანური მოპყრობის და წამების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოში არაადამიანური მოპყრობის და წამების პრაქტიკა, მათ შორის, მაშინ საქართველოს მოქალაქის, ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის, რომელიც მთელი ამ სისტემის სათავეში იდგა, ჩაბარდა წარსულს, და ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ჩვენ, ყველამ – ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობებმა, ამ ისტორიის, ამ მძიმე და სამარცხვინო ისტორიის ტვირთი უნდა ზიდონ, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და ამაზე ათეულობით განაჩენია დამდგარი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი.  ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო შეფასებების კომენტირებაზე, ვინაიდან ეს სახელმწიფო იმყოფება ომში და ამის შესახებ ადრეც ვთქვით. რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოიტანოს, ვინც უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც უნდა იყოს ეს, ვინც უნდა თქვას, ეს არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება, და სწორედ ევროპული და დასავლური სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა განცხადება, მითუმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. არცერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და, შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არ იქნება მისაღები", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics