08:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-07 10:56:10, 921 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 12 გადაჭრილი თოფი,კუსტარულად დამზადებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის 100 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სხვადასხვა კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა,10 მჭიდი, 19 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება.

სულ ჩააბარეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სხვადასხვა კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა, 10 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის 100 ხელყუმბარა, 12 გადაჭრილი თოფი, კუსტარულად დამზადებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 19 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 8 დეტონატორი და 1,5 კგ ტროტილი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics