23:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-10 15:03:10, 1135 ნახვა

კომენტარი
კელი დეგნანი 5 ივლისზე - დარწმუნებული ვარ, ქართველთა უმეტესობა არ ემხრობა ძალადობას, ეს იყო იმედგაცრუების დღე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ელჩი კელი დეგნანი 5 ივლისს ქვეყანაში განითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო იმედგაცრუების დღე.

როგორც აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, ძალადობრივი თავდასხმა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არანაირ სიტუაციაში არ არის მისაღები.

მისივე თქმით, საქართველომ, რომელიც ცნობილია ადამიანის უფლებთა დაცვით და ტოლერანტობით, უკან გადადგა ნაბიჯი ღირებულებების მიმართ.

„ეს იყო ძალიან სამწუხარო საქართველოსთვის. აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცველ ორგანოებთან, რათა გააუმჯობესოს მათი შესაძლებლობები და იმედგაცრუებული ვართ, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა, როდესაც ცხადი გახდა, რომ ძალადობის გამოწვევა სურდათ, არ იქნა გამოყენებული.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველების უმრავლესობა არ ემხრობა ძალადობას არანაირ სიტუაციაში, მითუმეტეს, ძალადობრივ თავდასხმაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდგეგ, ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ საქმიანობას ასრულებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო იმედგაცრუების დღე. ბევრისთვის გასაკვირი იყო, რომ ქვეყანამ, რომელიც ცნობილია ადამიანის უფლებათა დაცვითა და ტოლერანტობით, უკან გადადგა ნაბიჯი ამ ღირებულებების მიმართ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics