00:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 12:41:52, 602 ნახვა

სამხედრო
წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ამერიკული ფონდის წარმომადგენელი ესტუმრა

მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ამერიკული ფონდის - Silk Road Wines-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აშშ-ის არმიის ვეტერანი იანიკ არაკელოვი ესტუმრა. ამერიკელმა ვეტერანმა ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იანიკ არაკელოვმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. აშშ-ის არმიის ვეტერანმა ქართველ სამხედროებს ამერიკული ფონდის ქართულ მხარესთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო სექტემბერში ფლორიდაში დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელსაც ფლორიდაში მოქმედი კომპანია Silk Road Wines 11 სექტემბერს გამართავს. ღონისძიებას „დაჭრილ მებრძოლთა თამაშებში“ მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი თანმხლები პირები დაესწრებიან. ღონისძიებაზე გაიმართება აუქციონი, შემოსული თანხა კი, „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდში" გადაირიცხება და ქართველი სამხედროების საჭიროებების მოგვარებას მოხმარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics