13:09 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 12:54:58, 752 ნახვა

ეკონომიკა
კახი კალაძე: სამინისტრო "ყაზტრანსგაზში" ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების წინააღმდეგი არ არის

ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, სამინისტრო "ყაზტრანსგაზში" ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედი აქვს, საქმე არბიტრაჟურ დავამდე არ მივა.

"მოულოდნელი იყო ყაზტრნსგაზიდან საპრეტენზიო წერილის მიღება. ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკების ფაზაში ვიმყოფებით.  არაერთხელ განგვიცხადებია იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგეტიკის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ყაზახური მხარის მენეჯმენტის დაბრუნების. იყო გარკვეული პრობლემები ფინანსთა  სამინისტროებს შორის. ამ ეტაპზე არის მოლაპარაკებები და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დარეგულირდება და  არბიტრაჟულ დავამდე არ მივა საქმე“,  - განაცხადა  კახი კალაძემ

შეგახსენებთ,  ყაზახურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,  რომ კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics