2015-10-02 17:04:52, 803 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
კახეთის რეგიონში საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის რაიონებში, 1 ოქტომბრის 16:20 სთ-დან ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით სეტყვასაშიში ღრუბლის მასები შემოვიდა.
სსსტც "დელტას" ინფორმაციით, 16:40 საათისთვის სეტყვის ალბათობამ 80 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი 10-20 მმ იყო.
პროცესის გასანეიტრალებლად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 16:50 საათიდან 17:05 საათამდე ღრუბლის სარაკეტო დამუშავება ოთხ ეტაპად განხორციელდა. გასროლილ იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან