07:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 10:49:40, 766 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესსექტორს პროექტების განხორციელებაში დახმარებას სთავაზობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი ინდუსტრიული ჯგუფი, დაინტერესებულ პირებს მათ მიერ შექმნილ საინვესტიციო პროექტებს აცნობს.

საუბარია 15-მდე დარგის საწარმოს პროექტზე, რომლის ჯამური ღირებულება 80 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დაინტერესებულ პირებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, პროექტები შესთავაზოს და ასევე ისაუბრონ, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ პროექტების განხორცილებას ხელი არ შეეშალოს, რა უპირატესობა ექნება ქვეყანას მისი განხორციელებით.

"დაინტერესებულ პირებს სამინისტრო დაეხმარება პროექტების განხორციელებაში. უკვე წარმოდგენილ ორ პროექტს ინვესტორი გამოუჩნდა. ეს არის სამშენებლო მასალების წარმოება, აგროპროდუქტების გადამუშავება, მსუბუქი და მძიმე მრეწველობა.სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინდუსტრიული ჯგუფი მათ მიერ მომზადებულ პროექტებს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს რეგულარულად წარმოუდგენს",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics