14:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 10:31:52, 782 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

თბილისის  საქალაქო სასამართლომ   საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და კანადის მოქალაქის კუთვნილი 75 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 3 პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს მთავარ პროკურატურას კანადის მოქალაქემ კურტის მარტინ მაკმილანმა მომართა და განაცხადა, რომ ელექტრონული ფოსტის გატეხვის შედეგად, მისივე კომპანიის ანგარიშიდან, უცხო პირების მიერ მოტყუებით, კანადიდან საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა დიდი ოდენობით თანხა.

 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება თაღლითობის ფაქტზე დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 3 პირი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა კანადის მოქალაქეს მისი ბიზნეს-პარტნიორის სახელით და საქართველოში ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოარიცხინა 75 000 აშშ დოლარი. ჩატარებული გამოძიების შედეგად პროკურატურამ დააკავა დანაშაულის ჩამდენი პირები, მათ შორის ერთ-ერთი ნიგერიის მოქალაქე, ასევე ამოღებულ იქნა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა 75 000  აშშ დოლარი;

 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულს სრულად დაუბრუნა თაღლითობის შედეგად ბრალდებულების მიერ მისაკუთრებული თანხა;

 საქართველოს პროკურატურა არ დატოვებს სამართლებრივი რეაგირების გარეშე არც ერთ მსგავს ფაქტს და ყოველთვის უზრუნველყოფს, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების კანონიერი ინტერესების დაცვას",-აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურტურაში.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics