2015-09-09 17:53:04, 765 ნახვა
სამართალი
კახა მამულაშვილი: მითხრეს, საზოგადოებისთვის საშიში აღარ ხარო და გამომიშვეს
ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილი გათვისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას განუმარტეს, რომ „საზოგადოებისთვის საშიში აღარ არის“ და გაათავისუფლეს.
„მითხრეს საზოგადოებისთვის საშიში აღარ ხარო და გირაოთი გამომიშვეს. ერთადერთი, რაც შემიძლია გოთხრათ, ჩემთვის ნარკოტიკი არის ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი და ყველაზე მთავარი ლელა წურწუმია, რომელსაც უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის“, – აღნიშნა კახა მამულაშვილმა.
ცნობისთვის, კახა მამულაშვილს (მამულიჩა) დღეს, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 15 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან