10:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 17:42:42, 721 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი II კვარტალში 354.7 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას დადებითად აფასებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში 2015 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 81.8-პროცენტიან ზრდასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში 2015 წლის II კვარტალში 354.7 მლნ. აშშ დოლარის  პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და  2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 81.8 %-ით აღემატება.

„საქსტატის“ მონაცემებით, სექტორების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 207.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების რაოდენობის  58.5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი - 41.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 11.7%), შემდეგ დამამუშავებელი მრეწველობა -  29.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 8.3%),  უძრავი ქონება – 19.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციის 5.5%) და სხვ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics