11:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 10:20:00, 7464 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი დაჭრილი სამხედროების ჩართულობა სპორტში, პარაოლიმპიურ სახეობებში, ნამდვილად საამაყოა. ჩვენი დაუმარცხებელი დაჭრილი სამხედროების  ჩართულობა სპორტში მათი ბრძოლის გაგრძელებაა, რადგან ესეც ბრძოლაა - ისინი წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. სულ რამდენიმე შედეგს ჩამოგითვლით: მოპოვებული გვაქვს ფრენბურთში (გუნდურ ასპარეზობაში) 2 ოქრო, რვა სახეობაში - 41 ოქრო , 55 ვერცხლი, და 7 ბრინჯაო -  ამით ყველაფერია ნათქვამი. მადლობა ჩვენს სამხედროებს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ამერიკელი პარტნიორების დახმარებით განხორციელებულ პროექტზეც ისაუბრა.

„მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის უნიკალური პროექტი, რომლიც განხორციელდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. იანვრის თვეში გავხსენით მულტიპროფილური სარეაბილიტაციო ცენტრი დაჭრილ/დაშავებული სამხედროებისთვის, რომელიც უნიკალურია მთელს რეგიონში კი არა, შეიძლება ითქვას მთელს ევროპაშიც. ამ პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯა 5.5 მილიონი დოლარი, აქედან 1 მილიონი არის ჩვენი თანადაფინანსება, დანარჩენი სრულად გაიღო ამერიკულმა მხარემ. მადლობა მათ ჩვენი სამხედროების დაფასებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics