11:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 11:57:14, 13844 ნახვა

Lifestyle
ბიზნესმენმა კარანტინის დამთავრების შემდეგ მაღაზია გახსნა და აღმოაჩინა, რომ პროდუქცია განადგურებულია

COVID-19-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი საწარმოს, ფაბრიკის და მაღაზიის მუშაობა შეაჩერა. მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბე. 
ანალიტიკოსები დარწმუნებით ამტკიცებენ, რომ კრიზისი ღარიბი ქვეყნების მოსახლეობაზე განსაკუთრებით იმოქმედებს, ზუსტად ამის გამო რიგ ქვეყნებში იზოლაციიდან გამოსვლა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. ასე მოხდა მალაზიაშიც, სადაც იზოლაცია მარტის თვის დასაწყისიდან იქნა შემოღებული. ახლა ხელისუფლება ბიზნესს მუშაობის განახლებას არა თუ ურჩევს, არამედ მოითხოვს.
ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ტანსაცმლის და აქსესუარების მაღაზიების გახსნა იყო. სწორედ მაშინ გამოვიდა სამსახურში ნექს ნეზეუმი (Nex Nezeum), რომელმაც მის ტყავის ნაკეთობების მაღაზიაში საშინელი სურათი აღმოაჩინა.
ბუნებრივი ტყავისგან დამზადებული ნაკეთობები ობის კოლონიებით დაიფარა, ამ დროს სინთეტიკური მასალისგან შეკერილი მასალა ახალივით გამოიყურებოდა. 
გასაგები მიზეზების გამო მაღაზიის გახსნა და მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, ახლა ბიზნესმენს წინ ძვირადღირებული ინვენტარიზაცია და დეზინფექცია ელის, ხოლო დაზიანებული საქონელი განადგურებას ექვემდებარება. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ნექსმა მაღაზიის დაკეტვის დროს ვენტილაცია გამორთო, რითაც ობის გავრცელებისთვის იდეალური პირობები შექმნა.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics