22:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 16:43:04, 8354 ნახვა

სხვადასხვა
პატარა დიღომში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, პატარა დიღომში, მე-17 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

პროექტის შედეგად,  3 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე  ინფრასტრუქტურა განახლდა. დამონტაჟდა ლედ განათების სისტემა და საპარკე სკამები, ასევე გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი და სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო. ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდა.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.

 „ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. პატარა დიღომში, ეს ერთადერთი დიდი სკვერია, რომლითაც მთელი უბნის მცხოვრებლები და სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს სკვერი კეთილმოგვეწყო. ვფიქრობ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან კარგი დასასვენებელი, ხოლო ბავშვებისთვს გასართობი სივრცე შეიქმნა. ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში კიდევ 5 მისამართზე სკვერის განახლება მიმდინარეობს“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან   198 267  ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics