12:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 10:48:24, 6804 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსზე ჩატარებული პირველადი ტესტირებით 5 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ

კორონავირუსზე ჩატარებული პირველადი ტესტირებით 5 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორნავირუსზე მკურნალობას 39 პაციენტი გადის.

„დღეს დილამდე დაემატა 10 დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 306 დადასტურებული შემთხვევა. ამ 10 ახალი შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა წარმოებს და წყაროების გარკვევა. ამ 10 შემთხვევიდან ჩვენთან 2 ახალი პაციენტია მოთავსებული, დანარჩენი კი სხვა კლინიკებში არიან. ოფიციალურად გვყავს 69 გამოჯანმრთელებული. კოვიდის დაწესებულებებში კი 237 პაციენტი მკურნალობს.

ჩვენს ცენტრში 306 პაციენტიდან 86 პაციენტი გავატარეთ. ამ ეტაპზე კი ჩვენთან 39 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებული 46 არის. გუშინ ჩატარდა კვლევა და პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ დაახლოებით 5 პაციენტზე და გაგრძელდება ამათი კვლევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics