12:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 20:39:12, 18338 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ვატყობ, რომ ქალაქში დადის ბევრი მანქანა, ადამიანები ისევ იკრიბებიან - ცეცხლს ვეთამაშებით

ქალაქში დადის ისევ ბევრი მანქანა, ადამიანები იკრიბებიან, ეს დაუშვებელია - ცეცხლს ვეთამაშებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაცული რეკომენდაციები, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში საქართველოში რამდენიმე ათასეული შემთხვევა დაფიქსირდება, რომლის მართვაც იქნება რთული.

„თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში, რამოდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში, რომლის მართვაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და გვექნება დანაკარგები, ამ ყველაფერს უნდა მოვეკიდოთ ძალიან სერიოზულად. დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო - დარჩი სახლში,დაიცავი დისტანცია, გქონდეს სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ 3 ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ ქეიფები, ქორწილები, მწუხრის სუფრა - შევიკავოთ ამ ეტაპზე თავი, შევიკავოთ თავი ბევრი კიდევ სხვა, ტრადიციული თუ რელიგიური თუ არარელიგიური ღონისძიებებისგან.

ჩვენ არ გვაქვს მოდუნების და დამშვიდების უფლება ერთი წუთით. ვატყობ, რომ გუშინ , გუშინწინ ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით,. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, იმიტომ რომ 300-ს რომ გადავცილდებით მოსალოდნელია იყოს კიდევ უფრო მეტად სწრაფი ზრდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics