14:27 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-13 15:52:30, 1580 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ ივანიშვილს და ოცნებას მამა “გარდაეცვალა” ორბანის სახით.

მისი თქმით, ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა.

ძალიან მაგარი ამბავი მოხდა. გუშინ, როცა ჩვენთან და უკრაინაში აღდგომას აღვნიშნავდით, როგორც სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, ივანიშვილს და ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით.

ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა. ზიზღის პლაკატები, "კაცი-კაცია და ქალი-ქალია", აღვირახსნილი კორუფცია, ანტი ევროპული რიტორიკა, შავი პიარის კონსულტანტები ისრაელიდან, ომით დაშინება. გუშინ, ყველაფერმა ამან არ უშველა და მან კრახი განიცადა უნგრეთში.

"ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!"

ეს ხმა უკვე ისმის და მის გასაგონად მზად უნდა ვიყოთ. მიუხედავად ბევრი მსგავსებისა არსებობს მთავარი განსხვავება - უნგრეთში საარჩევნო დღეს გაყალბებები არ ხდება და იქ არ არიან პოლიტ პატიმრები.

ორბანი მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის იყო და რჩება პოლიტიკოსად. ჩვენთან საქმე გვაქვს კლასიკურ კრიმინალთან, მაგრამ ბოლო მაინც ერთი ექნებათ. ვუსამძიმრებ მათ საერთო პატრონს პუტინს და ვულოცავ უნგრელებს, უკრაინელებს და ქართველებს ამ ისტორიულ გამარჯვებას.

რუსეთმა ზედიზედ მეოთხედ წააგო, რუმინეთში, მოლდოვაში, საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებში და ახლა უნგრეთში. ყველგან სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე, - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics