21:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 20:50:54, 13493 ნახვა

ომი უკრაინაში
დასახელდა იაპონური პრეპარატი, რომელიც კორონავირუსს ყველაზე ეფექტურად ებრძვის

იაპონური პრეპარატი "ფავიპირავირი" ახალ კორონავირუსულ ინფექციას სხვა არსებულ წამლებთან შედარებით უფრო ეფექტურად ებრძვის, აცხადებენ ჩინელი ექიმები. ამის შესახებ სტატიას გამოცემა medRxiv აქვეყნებს.

"ფავიპირავირის" ტესტირებაში სტაციონარში ყოფნის დროს 236 ადამიანმა მონაწილეობა მიიღო. ყველა მათგანი COVID-19-ით იყო ინფიცირებული. პაციენტების ერთი ნაწილი (116 ადამიანი), ახალ იაპონურ "ფავიპირავირს" იღებდა, ხოლო მეორე , (120 ადამიანი) რუსულ პრეპარატს "არბიდოლს", რომელიც იმუნურ სისტემას ვირუსის დაძლევაში აგრეთვე ეხმარება.

ასეთი მკურნალობის პროცესში აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფიდან (იაპონური პრეპარატი) პაციენტების 71,43% 1 კვირაში განიკურნა, ხოლო მეორე ჯგუფიდან (რუსული) კორონავირუსი ერთი კვირის მიწურულს მხოლოდ 55,86%-მა დაძლია. 

პრეპარატი ფავიპირავირი კომპანია Fujifilm Toyama Chemical-ის ლაბორატორიაში შეიქმნა და ის გრიპების ახალი შტამებისგან ანტივირუსული მედიკამენტების სიაში უკვე შევიდა, ანტიპოდის შექმნა ფარმაცევტულ კომპანიას სახელმწიფომ შეუკვეთა.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics