2015-08-02 10:45:29, 750 ნახვა
სამართალი
შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე 1995 წელს დაბადებული ზაურ მ. და 1986 წელს დაბადებული ილხამ გ. ფონიჭალაში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. ნარკოლოგიური შემოწმებით ზაურ მ-ს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან