2015-07-12 10:18:59, 657 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ხაგან ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ფონიჭალაში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან