22:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 20:34:11, 803 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე: დასახელებულ პერიოდში ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ

95 პროცენტით ეჭვი მეპარება, რომ ცენტრალურ აფრიკაში ქართველმა სამხედროებმა დანაშაული ჩაიდინეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, იმ პერიოდში, როცა აღნიშნული ფაქტი განხორციელდა, ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში არ მსახურობდნენ. 

„როგორც ჩემთვის ცნობილია, იდენტიფიცირებული არ არის ვინ იყვნენ. ისინი იძახიან, რომ კოალიციიდან იყვნენ ხალხი, თუმცა, საუბარი არ არის არც ქართველებზე, ესპანელებზე და არც იტალიელებზე. თარიღები, რომელიც ახლა მე მომაწოდეს, მაშინ საქართველოს შეიარაღებული ძალები იქ არ მონაწილეობდნენ“,– აღნიშნა კაპანაძემ. 

ცენტრალურ აფრიკაში სამშივდობო მისიებში მონაწილე ფრანგ და ქართველ სამხედროებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულ მედიაში გავრცელდა.

საუბარია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. ფრანფული მედიის ცნობით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics