14:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 05:07:19, 1139 ნახვა

სხვადასხვა
„მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო უბნების წევრთა არჩევნების პროცესს დადებითად აფასებს

„მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო უბნების წევრთა არჩევნების პროცესს დადებითად აფასებს.

„2017 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევა.

იმ ოლქებში სადაც საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს საარჩევნო მონიტორინგს, კერძოდ : ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, გორის, საგარეჯოს, გარდაბნის, მარნეულის, დმანისის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, სხდომების მიმდინარეობისას , მიუხედავად განსხვავებული აზრის გამოთქმისა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ყველა უბანზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრი.

კერძოდ, # 22 მარნეულის, ქ. თბილისის #5 ისნის, #4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა ოლქის წევრებმა გამოთქვეს განსხვავებული აზრი, რის შესაბამისადაც საოლქო საარჩევნო კომისიებს შესთავაზეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა გასაუბრების წესით, იმ მოტივით რომ მხოლოდ განაცხადისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ზეპირი განხილვის საფუძველზე შეუძლებელია პიროვნების კომპეტენციების განსაზღვრა, რასაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.

სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED) , ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics