07:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 09:39:25, 450 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქობულეთის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ლაშა შ, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კახა კ. და 1993 წელს დაბადებული უჩა ს. ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ბრალდებულები 19 აპრილს, ღამით, ქობულეთის რაიონის დაბა ოჩხამურში, ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის ორ მოქალაქეს მშენებლობის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კოტეჯში თავს დაესხნენ და ცივი იარაღის მუქარით 1600 ჩინური იენი, 200 ამერიკული დოლარი, 200 ლარი, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი გასტაცეს.

„სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში ქობულეთში დააკავეს. ნაყაჩაღარი ფულის ნაწილი - 1600 იენი, დაზარალებულების პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი, დანაშაულის იარაღი და ნიღბები ნივთმტკიცებად სახით ამოიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სამივე დაკავებული ამავე მშენებლობაზე მძღოლად მუშაობდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics