12:10 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 17:10:03, 553 ნახვა

სამართალი
კახა ნაკანმა ციხეში ვენები გადაიჭრა

თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა კახა ნაკანმა დღეს, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვენები გადაიჭრა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ნაკანის ადვოკატი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ადვოკატის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ისაა, რომ  ნაკანი ე.წ. მატროსოვის ციხეში არ გადაჰყავთ.

„ამ თვეების განმავლობაში კახა ნაკანი  საკანში მარტო იმყოფება. დაკავების დღიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს. წვერის საპარსის სამართებლით  მარცხენა ხელზე ვენა გადაიჭრა და, დაახლოებით, 13 ნაკერი ადევს“,-განუცხადა  კახა შონიამ  „რუსთავი 2“-ს.

შეგახსენებთ, კახა ნაკანს ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლომ სხვა პირებთან ერთად,  აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics