2017-04-26 12:33:50, 737 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალში 9 მაისის აღლუმში 200 რუსი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას
ოკუპირებულ ცხინვალში 9 მაისის აღლუმში 200 რუსი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსზე ვადიმ ასტაფიევზე დაყრდნობით იუწყება.
ვადიმ ასტაფიევის ინფორმაციით, აღლუმზე წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ე.წ. „გრადი“ და „აკაცია“, ასევე ტანკი Т-72, „კამაზის“ და „ურალის“ მარკის ავტომობილები.
"აღლუმში 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მიირებს მონაწილეობას. ისინი უკვე ემზადებიან შესაბამისი ღონისძიებისთვის. წარმოდგენილი იქნება ასევე 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა", - აღნიშნა ასტაფიევს.
ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო აღლუმის მუსიკალურ გაფორმებაზე რუსული სამხედრო ბაზის ორკესტრი იზრუნებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან