2015-03-11 20:32:52, 512 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: დავით უსუფაშვილის გამონათქვამები გონებამახვილურია
" მომწონს დავით უსუფაშვილის გამონათქვამები. ძალიან გონებამახვილურია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის კომენტართან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც ეკონომიკისათვის პირველი საფრთხე ჭორაობა და მითქმა-მოთქმაა.
მისივე შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი, რაც მთავარი პრობლემაა.
"ძალიან ლაკონური და გონებამახვილური გამონათქვამია. მომწონს დავით უსუფაშვილის ასეთი გამონათქვამები. რა თქმა უნდა ვეთანხმები, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ხელოვნურად აჟიოტაჟის გამოწვევა. ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ იქ სადაც საუბარი ეკონომიკას ეხება, ვნებები მაქსიმალურად დავაცხროთ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან