09:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 11:56:50, 723 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ანბანის კოშკთან დაზიანებული ფილების აღდგენის პროცესს ადგილზე გაეცნო

ანბანის კოშკის მიმდებარედ დაზიანებული ფილების ახლით ჩანაცვლების სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს ამ ეტაპზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახორციელებს. „საოცრებათა პარკში“ ქვაფენილების დაზიანება 7 ივნისს MAROON 5-ის კონცერტისთვის სცენის კონსტრუქციის შემოტანისა და მონტაჟის დროს მძიმე ტექნიკის მოძრაობამ გამოიწვია.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ ქალაქის შემოვლას. ახლა ვიმყოფებით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც არის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი და ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ბათუმელებისა და მისი სტუმრებისათვის. ახლა არის ტურისტული ,,მაღალი სეზონი“ და აუცილებელია ის პატარა ხარვეზებიც, რომლებიც არსებობს, აღმოიფხვრას’’, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics