10:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 16:45:31, 1313 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია

თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ანკარამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბუნდესტაგმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რომლის თანახმადაც 1915-16 წლებში განვითარებული მოვლენები სომეხთა გენოციდადაა შეფასებული.

როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს, დეპუტატებმა რეზოლუცია თურქეთის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად მიიღეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა დღეს განაცხადა, რომ გერმანიის პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა ბერლინისა და ანკარას „მეგობრობის ტესტი“ იქნება. მან ასევე მოუწოდა გერმანელ დეპუტატებს, არარაციონალურ გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვათ. ილდირიმის თქმით, ეს გერმანიიის მხრიდან "ისტორიული შეცდომაა".

თურქული მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

ცნობისთვის, 20 ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, რუსეთმა და ვატიკანმა გენოციდი აღიარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics