2016-04-15 15:33:53, 1196 ნახვა
მსოფლიო
Reuters-ის ყოფილმა ჟურნალისტმა The Los Angeles Times-ის საიტი გატეხა
Reuters-ის ყოფილმა ჟურნალისტმა მეტიუ კიზმა გაზეთ The Los Angeles Times-ის საიტი გატეხა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
როგორც მედია საშუალება იუწყება, კიზმა ჰაკერების დაჯგუფება Anonymous-ს გაზეთის საიტის პირადი მონაცემები და პაროლი გადასცა.
ჟურნალისტს ბრალი 2015 წლის ოქტომბერში წაუყენეს, თუმცა ის სასჯელის მოხდას მიმდინარე წლის ივნისში დაიწყებს. მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ ჰაკერებმა გაზეთის საიტი 2010 წელს გატეხეს. მედიის ინფორმაციით, მათ საიტზე განთავსებული ერთ-ერთი სტატიის შინაარსი შეცვალეს, თუმცა გაზეთმა ეს შეცდომა 1 საათში გამოასწორა.
კიზი ამ პერიოდში უკვე Reuters-ის ჟურნალისტი იყო. როგორც კი სააგენტომ კიზის ჩადენილი დანაშაულის შესახებ გაიგო, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან