2016-04-07 18:52:25, 1095 ნახვა
მსოფლიო
სინაიში ქალის ფორმაში გადაცმული "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკი დაიჭირეს
ერთ-ერთ ფოტოზე, რომელსაც გაზეთი Daily Mail აქვეყნებს, "ისლამური სახელმწიფოს" ჰიჯაბში გადაცმული ბოევიკია დაფიქსირებული, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" Daily Mail -ზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც სააგენტო იუწყება, ეგვიფტის არმიამ ბოევიკი მაშინ დაიჭირა, როდესაც ის ქალის სამოსში იყო გადაცმული და გაქცევას ცდილობდა.
ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა სამართალდამცველებს და სამხედროებს ბევრჯერ დაესხნენ თავს. გარდა ამისა, დაჯგუფებამ სხვადასხვა ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არაერთხელ აიღო.
ბოლო მასშტაბური ტერორისტული აქტი სინაის ტერიტორიაზე, რომელიც "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა, ხორვატიის მოქალაქის გატაცება და მკვლელობა, აფეთქება ქაიროსა და ლუქსორში და ოფიციალური კრემლის თქმით, სენაის საჰაერო ტერიტორიაზე თვითმფრინავის აფეთქებაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან