11:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 15:24:33, 478 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ხელშეკრულება გაფორმდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა  „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“  ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

ამის შესახებ სააგენტო „რიანოვოსტი“ იუწყება.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, სამომავლოდ სტრატეგიული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ გვერდზე „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“  განცხადება გაავრცელა, რომელშიც მეზობელი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობაზე და მასში საქართველოს  როლზე იყო საუბარი.

„მსგავსი დოკუმენტის არსებობა ნებისმიერ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.  მითუმეტეს  მაშინ, როდესაც  ქართული მხარისგან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს და რუსეთი გეგმავს სამხრეთ ოსეთის ანექსიას, მიერთებას ან შთანთქმას. მსგავსი ინფორმაციის გავრცელების მიზანს,  სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაცია წარმოადგენს. თუმცა რუსეთის ურთიერთობა, როგორც სამხრეთ ოსეთთან ისე აფხაზეთთან ურთიერთ თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე და ურთიერთ პატივისცემაზეა დაფუძნებული“,-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics