13:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 17:30:36, 1541 ნახვა

კომენტარი
სანქციები ნიკა კაციას საქმის პროკურორს - ჟურნალისტის დედის პირველი კომენტარი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები დაასანქცირა - სიაში მოხვდა პატიმრის, ნიკა კაციას საქმის პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე.

ჟურნალისტის დედა, მარინა აფციაური ამბობს, რომ მას ეჭვი არც ეპარებოდა, რომ ის დასანქცირებულთა სიაში მოხვდებოდა.

“კი ვეღარ შევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ, სამწუხაროდ, თავისი ბინძური საქმეების კეთებას მაინც აგრძელებს“, - აღნიშნავს კაციას დედა.

გზაში დამეწია ახალია ამბავი, ჩემი შვილი საქმის პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე აღმოჩნდა დასანქცირებულთა სიაში. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მოხვდებოდა კიდევაც. პრინციპში მოსამართლე-თამარ მჭედლიშვილიც დასანქციებულია. კი, ვეღარ შევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ვერ იმოგზაურებს, მაგრამ სამწუხაროდ, თავისი ბინძური საქმეების კეთებას მაინც აგრძელებს. მე მრავლობითში ვამბობ, ჩვენი შვილები მართლები არიან, სიმართლე ამათ მხარესაა, ჩვენ მხარესაა და მაინც ასეთი ბრძოლის გადატანა გვიწევს. არაუშავს, ჩვენ მხნედ ვართ, არ ვიღლებით, არ ვჩერდებით და ვიბრძოლებთ“, - ამბობს ნიკა კაციას დედა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics