14:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-24 12:50:19, 627 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - აჭარაში ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება მზარდია - ბოლო წლებში სამინისტროს ბიუჯეტი რვაჯერ გაიზარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება მზარდია.

მათივე ცნობით, ბოლო წლებში სამინისტროს ბიუჯეტი რვაჯერ გაიზარდა.

"სრულად იფარება გულის ქირურგია და ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციული მომსახურება.

ფინანსდება ღვიძლის, ძვლის ტვინის და გული ტრანსპლანტაცია. 

იფარება იშვიათი დაავადებების მკურნალობა ძვირადღირებული მედიკამენტებით. ასევე, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის სტაციონარული მომსახურება.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მქონე 30 წლამდე პირების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება. აამოქმედა სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა.

მიმდინარეობს უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა მატერიალური მხარდაჭერა.

ყოველწლიურად ფინანსდება 3000-მდე ბავშვის და 1000-მდე ზრდასრულის რეაბილიტაციის კურსი. სამინისტრო გასცემს 25 სახეობის დამხმარე საშუალებას.

თავშესაფრით უზრუნველყოფს: თანადგომის ქსელის არმქონე დედებს და ბავშვებს, ფსიქიკური პრობლემების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის და გერიატრიულ პაციენტებს.

2012 - 2024 წლებში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვისებით ისარგებლა 500 000-მდე მოქალაქემ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics