2024-04-10 10:24:31, 533 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამი მიულოცა
მუსლიმანური სამყარო რამადან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. მორწმუნეებს რამადან ბაირამი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ ჭვანისა და ნიგაზეულის მეჩეთებიდან მიულოცა და დღესასწაულთან დაკავშირებულ ლოცვას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მუსლიმ მრევლს დღესასწაული ასევე მიულოცეს მერის მოადგილეებმა - მირიან აბაშიძემ, გურამ ზოიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

"სადღესასწაულო ლოცვა მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ მეჩეთში ჩატარდა.
შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მორწმუნეებს ულოცავს რამადან ბაირამის დღესასწაულს!"- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),