2021-09-21 23:13:28, 1839 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე შეკითხვაზე, რა განსხვავებაა მასსა და გახარიას შორის - „ჩემზე უფრო გამხდარია“ - ვიდეო
„ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შეკითხვით მიმართა.
ანა ბიბილაშვილმა დედალაქის მოქმედ მერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიმართა შეკითხვით, თუ რა განსხვავებაა მათ შორის.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს არასერიოზული შეკითხვაა, რაზეც პასუხის გაცემას არ აპირებდა და აღნიშნა, რომ გახარია მასზე „უფრო გამხდარია“.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, მან აღნიშნა, რომ „ლელოს“ მერობის კანდიდატსა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს შორის მსგავსებაა, რომ ორივე გიორგი გახარიას მოღალატეს ეძახიან.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან