11:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 16:23:21, 875 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძემ სერჟანტთა მომზადების ცენტრში ლექცია წაიკითხა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ  გიორგი ანწუხელიძის სახელობის  სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს ლექცია წაუკითხა. ლექციას  - „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარება საერთაშორისო სამართლის მიხედვით“ კურსანტების გარდა  ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი დაესწრნენ.
ანა დოლიძემ მსმენელებს ინფორმაცია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების,  სახელმწიფოს  ცნებისა და ევროპული სახელმწიფოების წარმოშობის შესახებ მიაწოდა.  ასევე, ესაუბრა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების მნიშვნელობაზე  და  სახელმწიფოებთან დაკავშირებით,  კოლექტიური აღიარებისა და უღიარებლობის  შემთხვევებიც გაიხსენა.
ლექცია საინტერესო დიალოგისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში,  სამხედრო დაწესებულებებსა და ქვედანაყოფებში მსგავსი სახის ლექციები მომავალშიც  გაგრძელდება.  მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამხედრო და სამოქალაქო სფეროების დაახლოება თავდაცვის უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics