21:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 10:10:12, 1201 ნახვა

მსოფლიო
მერკელი და ოლანდი ევროზონის საგანგებო სამიტს მოიწვევენ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, 7 ივლისს, ევროზონის 19 ქვეყნის სახელმწიფო მეთაურების საგანგებო სამიტს მოიწვევენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება ოლანდმა და მერკელმა სატელეფონო საუბრისას მიიღეს.

სამიტზე საბერძნეთში განვითარებული მოვლენები განიხილება.

„საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები, ერთხმად ადასტურებენ რეფერენდუმის შედეგების პატივისცემას. საბერძნეთში არსებული სიტუაცია 7 ივლისს, ევროზონის 19 ქვეყნის სახელმწიფო მეთაურების სამიტზე განიხილება“, - ნათქვამია გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

თავის მხრივ, ბრიუსელში აღნიშნეს, რომ რეფერენდუმის შედეგები საბერძნეთის ევროზონიდან ავტომატურ გასვლას არ ნიშნავს. 

„ჩვენ, არც კი გვაქვს ევროზონიდან გასვლის ლეგალური მექანიზმები“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics