23:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-28 10:55:33, 550 ნახვა

სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ერდოღან დაგდევირენი დააკავეს. აღნიშნული პიროვნება ვისბადენის ინტერპოლის მიერ 24.03.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერდოღან დაგდევირენს ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საგადასახადო კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გადასახადებისაგან თავის არიდებას გულისხმობს.

ერდოღან დაგდევირენი 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა კომპანია „კესტელს“ (საფრანგეთი), რომელიც გერმანიაში სხვადასხვა კომპანიიდან დიდი ოდენობით სიგარეტის შესყიდვას ახორციელებდა. მის მიერ გადაუხდელმა გადასახადებმა 5 684 740,31 ევრო შეადგინა.

ამჟამად ერდოღან დაგდევირენის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics