2015-06-15 01:00:59, 782 ნახვა
სამართალი
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილი მერაბ ბათირაშვილი, სამართალდამცავებმა ასევე დაკითხეს თარხან ბათირაშვილის მეგობარი ჯოყოლა აჭიშვილი.
100-მდე სპეცრაზმელი ბორჩაშვილის სახლში გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ოჯახის წევრებს კთხავდნენ. ცნობილი ხდება, რომ პარალელურად დაკავებები თბილისში და თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაშიც მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებები სირიაში, ე.წ ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად ხეობიდან ახალგაზრდების ექსპორტის ხელშეწყობას უკავშირდება.
ამასთან, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ ეტაპზე მას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება არ შეუძლია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან