22:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 14:20:19, 520 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: შალვა აბულაძე პოლიციელების მკვლელობას არ აღიარებს

პოლიციელების მკვლლეობისთვის ბრალდებული შალვა აბულაძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ აბულაძის ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჩუბინიძე  მე-7 დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც მის დაცვის ქვეშ მყოფს დაახლოებით, 3 საათის განამვლობაში ესაუბრა. ადვოკატის თქმით, აბულაძე იარაღის ტარების ნაწილში ბრალს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ პოლიციელები მას არ მოუკლავს. გარდა ამისა, ადვოკატი აბულაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს.
"ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას ეკუთვნის შემთხვევის ადგილიდან დაკავების დროს ამოღებული მაკაროვის სისტემის ფისტოლეტი და ხელყუმბარა. შემთხვევის ადგილზე ამოღებული გლოკის სისტემის ფისტოლეტი არ ეკუთვნის მას, აგრეთვე შალვა აბულაძე აცხადებს, რომ მას პოლიციელების თავდასხმაში, ისევე როგორც ბორჯომში, არც თბილისში, არ მიუღია მონაწილეობა და აღნიშნული მკვლელობები არ არის მის  იერ ჩადენილი. შალვა აბულაძის განცხადებით, პოლიციელების მკვლელი   თავისუფლად დაიარება",-აღნიშნა ადვოკატმა.
ამასთან, ადვოკატი არ ადასტურებს ინფორმაციას,   რომ შალვა აბულაძემ თავად დაურეკა სამართალდამცავებს და ჩაბარდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიაგნეს და ფანჯრიდან გადმოყარა იარაღი, რომელსაც თან ატარებდა.
ცნობისთვის, შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის სიცოხლის მოსპობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics