23:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 17:12:04, 1154 ნახვა

სამხედრო
გოჩა რატიანი მრავალშვილიანი არტილერისტის ოჯახს ესტუმრა

თავდაცვის მინისტრის  პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა არტილერიის დღე  I საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს,  კაპრალ ირაკლი  ღურწკაიას მიულოცა. მინისტრის მოადგილე  მრავალშვილიან სამხედროს ოჯახში ეწვია,  წარმატებები უსურვა და  მხარდაჭერა აღუთქვა.  ოჯახის  უმცროსმა წევრებმა კი საჩუქრად სტაციონალური კომპიუტერი  და ტკბილეული მიიღეს.

აფხაზეთიდან დევნილი  სამხედრო მოსამსახურე  პენსიონერ დედასთან, მეუღლესთან და ხუთ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, ვარკეთილის მასივში მდებარე ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაში ცხოვრობს.

მინისტრის მოადგილესთან ერთად, მრავალშვილიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ  სარდალმა, პოლკოვნიკმა  ალექსანდრე კიკნაძემ და I  საარტილერიო  ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ თაბუკაშვილმა მოინახულეს.  

კაპრალი ირაკლი  ღურწკაია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. მიღებული აქვს III  ხარისხის მედალი  „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში  უმწიკვლო სამსახურისთვის“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics