10:25 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 10:51:03, 751 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგში შსს-ს და შვეიცარიის განვითარების ფონდის ერთობლივი სამთო-სამაშველო წვრთნები დასრულდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარების ფონდის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 8-15 მარტს დაგეგმილი სამთო-სამაშველო ტრენინგი და გუდაური-ყაზბეგის მონაკვეთზე ჩატარებული საველე წვრთნები წარმატებით დასრულდა.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, აგრეთვე, დაბა სტეფანწმინდაში დისლოცირებული I სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების და დაბა მესტიაში დისლოცირებული II სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად, გუდაურში ერთობლივი სიმულაციური ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით განსაკუთრებულად რთული რელიეფის მთაზე ჩატარდა. იგი სამთო მაშველების მიერ მთიდან დაზარალებული ადამიანის ჩამოყვანას გულისხმობდა.

აღნიშნული სწავლების მიზანს კრიზისულ სიტუაციებში სამაშველო სამსახურების რეაგირების მექანიზმების გამოცდა წარმოადგენდა და იგი მოიცავდა ზამთრის სამთო-სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებს: სათხილამურო ტექნიკის და ზვავში საძებნი ინსტუმენტების გამოყენება, ზვავის სახეობების დადგენა, თოვლის ფენების ანალიზი, დაცვის წერტილების მოწყობა თოვლსა და ყინულზე, შემთხვევის ადგილზე სამაშველო აქტივობის ორგანიზება, თოკთან მუშაობა და კვანძების მომზადება, პოლისპარტი (დაზარალებულის ნაპრალიდან ამოყვანა), ჰიპოთერმის პრევენცია, პაციენტის მდგომარეობის შეფასება.

სწავლების დასასრულს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან ბუიღლიშვილმა მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა, შვეიცარიელმა კოლეგებმა კი მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics