12:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-01 20:13:39, 2007 ნახვა

სამართალი
კახეთში კაცმა შელაპარაკებისას ცოლი მოკლა, ეჭვმიტანილი დაკავებულია

კახეთში კაცმა ცოლი მოკლა, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.  - ინფორმაციას შსს არვცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული  ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1951 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში,  საცხოვრებელ სახლში,  ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს  - 1972  წელს დაბადებულ თ.მ. -ს  ცივი იარაღის გამოყენებით  გულ-მკერდის არეში  სასიკვდილო ჭრილობა  მიაყენა.

პოლიციამ ა.დ. ბრალდებულის სახით,  ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  11 პრიმა 109-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics