16:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 18:59:34, 926 ნახვა

სამართალი
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე 5 არასრულწლოვანი ამხილა

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული იური გ, 1998 წელს დაბადებული ოთარ კ, 1999 წელს დაბადებული გიორგი კ, 1999 წელს დაბადებული ლევან ლ. და 2000 წელს დაბადებული ლუკა ჟ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე სასანთლის გისოსები წერაქვის გამოყენებით დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, საიდანაც 500 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„მხილებულებმა იმავე დღეს ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, 100 ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე სასანთლის გვერდითა მინა დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 30 ლარს, საეკლესიო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მხილებულებმა იმავე დღეს ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი სავაჭრო ჯიხურის უკანა კედელი დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, სადაც სხვადასხვა სახის ტანსაცმელსა და სუნამოს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით საცავში უკანონო შეღწევით ჯგუფის მიერ ჩდენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics