|
2025-03-25 00:22:47, 44283 ნახვა
ევროპის ამბები
ზელენსკი - აშშ-ს ადმინისტრაციას სჯერა რუსული დეზინფორმაციის
აშშ-ის ადმინისტრაციის ზოგიერთ წარმომადგენელს სჯერა რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციის ამის შესახებ,უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. განაცხადა "ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაჯერება მაშინაც კი, როდესაც აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები უარყოფენ მოსკოვიდან მოსულ პრეტენზიებს, განაცხადა მან Time-თან ინტერვიუში, . "ეს იყო ტყუილი", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსებმა შეძლეს ცრუ ინფორმაციით თეთრი სახლის გუნდში ზოგიერთ ადამიანზე ზემოქმედება. „მათი სიგნალი ამერიკელებისთვის იყო, რომ უკრაინელებს არ სურთ ომის შეჩერება და რაღაც უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ისინი აიძულონ ამის გაკეთება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამავდროულად, ტრამპს, ზელენსკის თქმით, შეუძლია აიძულოს რუსები დათმობებზე წავიდნენ, რადგან ის ერთადერთია, ვისიც ვლადიმირ პუტინი ეშინია. იმავდროულად, უზენაესი რადა ითხოვს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მოხსნას უკრაინის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებიდან. სპეციალური წარმომადგენელი რუსულ პროპაგანდას უწოდებს რუსეთის მიერ მიტაცებულ უკრაინის ოთხ რეგიონს, რომელშიც ე.წ რუსული „რეფერენდუმი“ გაიმართა, ომის დასრულების საკითხში ყველაზე დიდი პრობლემა უწოდა, განაცხადა საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მერეჟკომ რადიო თავისუფლების ეთერში.
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)