|
2023-02-17 00:01:38, 1470 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი - დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საუბარია იმ წამებაზე, რომელიც პატიმარმა 2011 წელს განიცადა
რეზოლუციაში საუბარი იყო ვენდეტაზე, რაც ცინიზმის მწვერვალია. თითქოს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის არა მისი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდა, თითქოს ეს მსხვერპლები არ არსებობდნენ, ეს სისტემა არ არსებობდა და ეს არის პირადი ვენდეტა მის წინააღმდეგ. ამას ყველაზე კარგი პასუხი გასცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც რეზოლუციის მიღებიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა წაიკითხა ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება - ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2011 წელს დაკავებული პირის წამების საქმეს ეხება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში დეტალურად არის აღწერილი ყოფილი პატიმრის წამების ეპიზოდი. „ალბათ ბედისწერაა, რომ ამ რეზოლუციიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ადამიანს, რომელიც 2011 წელს დააკავეს და აქ საუბარია იმ წამებაზე, რომელიც მან განიცადა ციხეში ყოფნის დროს. საუბარია იმაზე, რომ პატიმრებს უწევდათ ჩურჩულით საუბარი, ახლადშემოყვანილი პატიმრების ცემა კარანტინის დაშლის სახით იყო რუტინა; მას ისე სცემეს, რომ კბილები ჩაემტვრა ერთ შემთხვევაში, შემდეგ მოათავსეს კარცერში სადაც დაწოლაც კი არ შეეძლო, შემდეგ შეიყვანეს საშხაპეში, სადაც მთლიანად გააშიშვლეს, ცივი წყალი მიუშვირეს და რეზინის მილით სცემდნენ. მორიგი ცემის დროს, მან დაკარგა გონება და როდესაც გამოფხიზლდა, ნახა, რომ ბორკილით იყო მილზე მიბმული, იმყოფებოდა ციხის მორგში გვამებთან ერთად, მარტო,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ სისტემის შემქმნელ ადამიანზე დღეს ამბობენ, რომ ის „დემოკრატიის შუქურაა.“ „ ეს ის ხალხია, რომელიც იმ დროს როცა სააკაშვილს ჰქონდა შექმნილი აქ ეს რეჟიმი, იყვნენ მისი აპოლოგეტები, მისი დამცველები, წარმოაჩენდნენ როგორც „დემოკრატიის შუქურას“. ლინკონ მიტჩელმა დაწერა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი ისე ფარავდა მის დანაშაულებს, რომ შემდეგ, როცა ყველაფერი გამოაშკარავდა, მათ ჰქონდათ ორი არჩევანი: უნდა ეთქვათ, რომ რომ მან შექმნა დანაშაულებრივი რეჟიმი და რომ ისინი ფუთავდნენ ამ ყველაფერს დემოკრატიად, ან მეორე გზა - თავის სიტყვას არ გადაუხვიონ და კვლავ იძახონ რომ არის დემოკრატიის შუქურა - მათ ეს მარტივი გზა აირჩიეს.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE”.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)