00:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 21:13:00, 1120 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი მოსახლეობის უმცირესობა ხვალ ხმას არ მოგვცემს, ამიტომ მივიდეთ არჩევნებზე და დავაზღვიოთ მათი შეცდომა

„ჩვენი მოსახლეობის უმცირესობა ხვალ ხმას არ მოგვცემს, ამიტომ მივიდეთ არჩევნებზე და დავაზღვიოთ მათი შეცდომა“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“  მიღწევები მოსახლეობის ნაწილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც ოცნებამ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ. მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება.

მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს“ , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics