2020-04-05 19:27:46, 4718 ნახვა
Lifestyle
ყველაზე ძვირადღირებული Crocs-ები ისტორიაში უკვე გაყიდვაშია
ტანსაცმლის იაპონური ბრენდი Beams და კომპანია Crocs მორიგ კოლაბორაციას ქმნიან-ფეხსაცმლის მოდელი Beams x Crocs ოქროსფერი მეტალის მეტალებით უკვე გაყიდვაშია. ფეხსაცმელი ნამდვილად საუცხოო გამოვიდა-მისი ძირი კაუჩუკის, ხოლო წინა ნაწილი მაღალი ხარისხის ტყავისგანაა დამზადებული, გვერდებს ოქროსფერი მეტალის დაბრენდილი დეტალები ამშვენებენ. მაგრამ "ყველაზე მახინჯი" ფეხსაცმლის შემქმნელები ეს არ იკმარეს-კომპლექტში Crocs - ებთან ერთად თქვენ აგრეთვე ტყავის დეკორატიული "ფუნჯები" და ნამდვილი(!) ოქროსგან დამზადებული მედალიონები დაგხვდებათ, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში, ფეხსაცმელზე დაამაგრებთ.
Beams x Crocs დღეს 9900 იაპონური იენი (90$) ღირს და მის შეძენას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეძლებთ.

ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან