2020-04-03 13:47:57, 7205 ნახვა
ომი უკრაინაში
თურნავა - სოლიდარობის აქტით დავეხმარებით ყველას, ვისაც კორონავირუსისა და ეკონომიკური კრიზისის გამო გასაჭირი დაუდგება
სოლიდარობის აქტით ყველანი დავეხმარებით ადამიანებს, ვისაც კორონავირუსისა და ეკონომიკური კრიზისის გამო დაუდგება გასაჭირი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ სოლიდარობის აქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფონდში ხელფასის 1/3-ს სახელმწიფო მოხელეები, პარლამენტის წევრები გადარიცხავენ.
„დღეს, როდესაც ვდგავართ ეკონომიკური კრიზისი წინაშე და ასობით ადამიანი კარგავს შემოსავალს და ათასობით ადამიანმა შეიძლება დროებით დაკარგოს შემოსავალი, ეს არის მორალურად აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ქმედება ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან