2020-03-23 12:23:16, 3177 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დამატებით 6 პაციენტი მიიღეს, რომლებსაც კორონავირუსზე კვლევა დღეს ჩაუტარდებათ
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დამატებით 6 პაციენტი მიიღეს, რომლებსაც კორონავირუსზე კვლევა დღეს ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მათთან არ შეცვლილა.
„ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს სამი დადასტურებული დიაგნოზით პაციენტი. მდგომარეობა სტაბილურია და მიმდიანრეობს მკურნალობა. დამატებულია 6 პაიცენტი, რომელებიც დღეს ჩაერთვებიან კვლევაში, დღეს უნდა მოხდეს მათი ანალიზების აღება. გუშინ წინ შემოსული 4 პაციენტის პასუხები უარყოფითია და არ დადასტურდა არც ერთ მათგანში დიაგნოზი. ასე რომ, იგივე სტაბილური მდგომარეობაა, დადასტურებული შემთხევების რაოდენობა ჩვენთან არ შეცვლილა", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,