2015-01-21 13:13:14, 1056 ნახვა
სამართალი
იური ვაზაგაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოასვენეს
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობიდან ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზში გადაასვენეს. ადგილზე შეკრებილები იყვნენ ოჯახის ახლობლები, თუმცა მათ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გუშინ იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ დროისთვისაც მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან